„საუბრები გურამ შარაძეზე” – გახსენების საღამო გაიმართა

16 მაისს საქართველოს ეროვნულ არქივში გაიმართა ცნობილი ქართველი მეცნიერის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის გურამ შარაძის გახსენების საღამო – ”საუბრები გურამ შარაძეზე”.
გურამ შარაძის ხსოვნის საღამო გახსნა საქართველოს ეროვნული არქივის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა თეონა იაშვილმა. სტუმრებს მიესალმა გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე.
გურამ შარაძე გაიხსენეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან –  ეთერ ქავთარაძემ, საქართველოს ეროვნული არქივიდან – თამარ გაბუნიამ, ლიტერატურის ინსტიტუტიდან –  ნათელა ჩიტაურმა და მანანა კვატაიამ, ეროვნული ბიბლიოთეკიდან – ფერიდე კვაჭანტირაძემ, ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილებიდან – ქეთევან ასათიანმა, გურამ შარაძის თანაკურსელმა და მეგობარმა, პროფესორმა გელა საითიძემ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან  – რუსუდან კობახიძემ.
ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ზვიად კვაჭანტირაძე, რომელმაც გაიხსენა გურამ შარაძის ღვაწლი და წამოაყენა ინიციატივა გურამ შარაძის სახელობის პრემიის დაწესების თაობაზე, რომელიც გაიცემა ემიგრანტული საარქივო დოკუმენტების საუკეთესო მეცნიერული კვლევისათვის.
გურამ შარაძის გახსენების საღამო დასრულდა მისი ვაჟის, გიორგი შარაძის დოკუმენტური ფილმით „ერის ისტორიული მეხსიერების დაბრუნება“, რომელიც ლევილიდან და ჰარვარდიდან სამთავრობო არქივების საქართველოში დაბრუნებას ეძღვნება.
საღამოს ესწრებოდნენ მეცნიერები, მკვლევარები, გურამ შარაძის ყოფილი სტუდენტები, ასპირანტები და თანამებრძოლები. ღონისძიების ორგანიზატორი იყო თეონა იაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები