„დროა მიატოვო ბუდე, დროა გამოცვალო ვარსკვლავები“ – პოეზიის საღამო გაიმართება

19 მაისს, 18:30 წუთზე თსუ-ს პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში პოეზიის საღამო: „დროა მიატოვო ბუდე, დროა გამოცვალო ვარსკვლავები“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, საღამოში მონაწილეობენ: ლაშა მარგიანი
ნიკა ჩერქეზიშვილი, თორნიკე ნაროზაული.
„ადგილი, რომელიც დარბაზში დარჩება ცარიელი – არის შენი. ნუ დატოვებ შენს ადგილს ცარიელს“…
საღამო იმართება თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტისა და თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლების დეპარტამენტის ორგანიზებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები