“მზის ქალაქი” მადრიდის საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია

რატი ონელის ფილმი “მზის ქალაქი” მადრიდის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის DocumentaMadrid გამარჯვებულია. როგორც „კვირას“ ეროვნულ კინოცენტრში განუცადეს, მას ფესტივალის მთავარი ჯილდო საუკეთესო ფილმისთვის გადაეცა. დაჯილდოების ცერემონიალს თავად რეჟისორი, რატი ონელიც დაესწრო.
“მზის ქალაქი” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომლის საერთაშორისო პრემიერაც ბერლინის კინოფესტივალზე შედგა. მას შემდეგ ფილმი არაერთ ქვეყანაში წარმატებით აჩვენეს, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე – goEast კი კულტურული მრავალფეროვნების ფედერალური უწყების პრიზი გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები