სამეცნიერო კონფერენცია: „21-ე საუკუნის მუზეუმის გამოწვევები და მილენიუმის თაობა” გაიმართება

17 მაისს, 10:00 საათზე, სამეცნიერო კონფერენცია „21-ე საუკუნის მუზეუმის გამოწვევები და მილენიუმის თაობა” გაიმართება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ,კონფერენცია ეძღვნება ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის დაარსების 10 წლისთავს.
სამეცნიერო კონფერენცია იმართება მუზეუმის კვირეულის ფარგლებში, მუზეუმმცოდნეობის პროგრამის მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და პროფესორების მონაწილეობით.
კონფერენციის თემატიკა ფოკუსირებულია 21-ე საუკუნის მუზეუმის გამოწვევების გაანალიზებაზე მილენიუმის თაობის თვალთახედვით და მოიცავს შემდეგ საკითხებს:
21-ე საუკუნის სამუზეუმო მენეჯმენტის გამოწვევები;
ინტერპრეტაციის თანამედროვე მიდგომები მუზეუმებში;
განათლება და მუზეუმი: თანამედროვე მიდგომები სამუზეუმო საგანმანათლებლო პროგრამებში;
სამუზეუმო სივრცის ორგანიზების თანამედროვე მეთოდები;
ექსპონირების ინოვაციური მეთოდები 21-ე საუკუნის მუზეუმებში;
მუზეუმის ხელმისაწვდომობა: სოციალური პროექტები – ინკლუზიური გარემოს შექმნა;
თანამედროვე სამუზეუმო ფანდრეიზინგის საკითხები;
მუზეუმი და თანამედროვე ტექნოლოგიები: სამუზეუმო
კოლექციების ხელმისაწვდომობა ვირტუალური პროექტების მეშვეობით.
კონფერენციის ორგანიზატორია: ICOM Georgia, თანაორგანიზატორები: Tbilisi State Academy of Arts; Georgian National Museum / საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
კონფერენციის ჩატარების ადგილი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, თბილისი, ფურცელაძის ქ. 1.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები