“ყველა ის ადამიანი, ვინც დესტრუქციულად მოქმედებს, არის საქართველოს მტერი”

“თავისუფლების დაცვის ცენტრის’’ თავმჯდომარე ბესო კალაძე “მუგუდაში” ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:

”მინდა გამოვეხმაურო, სოფელ მუგუდაში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობით გამოწვეულ აქციებს, რომლის შესახებაც დღეს ენერგეტიკის მინისტრმაც ისაუბრა.
პირველ რიგში, პოზიტიურად არის შესაფასებელი, მთავრობის ენერგეტიკული განვითარების 10- წლიანი გეგმის შემუშავება, რომელიც ითვალისწინებს ქვეყანაში ელექტროგადამცემი ხაზების, ქვესადგურების მშენებლობა- რაებილიტაციას.
ბოლო პერიოდში, ნათლად ჩანს თუ როგორ გააქტიურებულნი არიან ქვეყანაში არსებული გარკვეული დესტრუქციული ძალები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან არა მხოლოდ ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას, არამედ ქვეყანაში ყველა ენერგეტიკული პროექტის განხორციელებას, ასევე ეკონომიკურ განვითარებას.
ისინი ყველანაირად ცდილობენ თავიანთი დეზინფორმაციით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები შეიყვანონ შეცდომაში. ჩვენ ნათლად დავინახეთ, თუ როგორ მანიპულირებენ ისინი ადამიანების ტრაგედიით.

მე,როგორც საქართველოს ერთ-ერთმა მოქალაქემ, მინდა ვუთხრა ამ დესტრუქციულ ძალებს, არ მოგცემთ საშუალებას, ხელი შეუშალოთ საქართველოს განვითარებას, წინსვლას! ყველა ის ადამიანი, ვინც დესტრუქციულად მოქმედებს, არის საქართველოს მტერი”, – ნათქვამია კალაძის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები