„ვაჩვენებთ უთქმელს“ – თოჯინების გამოფენა გაიხსნება

18 მაისს, 16:00 საათზე, თბილისის მუზეუმების გაერთიანების ორგანიზებით, თბილისის თოჯინების მუზეუმის საგამოფენო დარბაზში თოჯინების გამოფენა გაიხსნება: „ვაჩვენებთ უთქმელს“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ მეთოჯინეები: ბაჩო ცანავა, არმენ ჰოვჰანისიანი, ალიონა გელოვანი, დენის გონობოლინი, ანა კუბეცოვა, ელენა ინჯია, ელენა პავლოვა, ელენე წითლანაძე, ელეონორა ნაჭყებია, ემილია ხალილოვა, თამილა კრავეიშვილი, თეა გუნთაიშვილი, თეა მინდაძე, იაკო მახარაძე, ირინა ფრანგიშვილი, იულია სოროკინა, ლალი თოფურია, ლაურა ხაჩატურიანი, ლევან ბუჯიაშვილი, მაია ზაალიშვილი, მაკო გნოლიძე, მარინა ბიჭიაშვილი, მარიამ ხაჭაპურიძე, ნანა ბედიაშვილი, ნანა მეყანწიშვილი, ნანა მჭედლიშვილი, ნანული ბუხრაშვილი, ნინელი ამურველაშვილი, ნარგიზი ტაბატაძე, სალომე ოსაძე და ხათუნა ანიაშვილი.
გამოფენა მომზადებულია მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში – ICOM საქართველო – 2017 „მუზეუმები და სადავო ისტორიები: მუზეუმი საუბრობს უთქმელზე“.
მისამართი: დავით აღმაშენებლის 103.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები