რუსთაველის დღეები ახალციხეში: „გადაწერე „ვეფხისტყაოსანი“

15-16 მაისს, ახალციხეში, შოთა რუსთაველის დღე მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და კულტურული აქტივობებით აღინიშნება.
15 მაისს, 14:00 საათზე, რაბათის ციხის ტერიტორიაზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, რეგიონის კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს „ვეფხისტყაოსნის“ სტროფების გადაწერაში.
პროექტი უპრეცედენტოდ სახალხო და მასშტაბურია – მხატვარ ქეთი მატაბელის მიერ შექმნილი ხელნაკეთი წიგნი „ვეფხისტყაოსანი“, საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში 15 მაისიდან – 26 მაისის ჩათვლით „იმოგზაურებს“.
21-ე საუკუნის ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის“ შექმნაში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეეძლება. პოემის გადაწერა საზეიმოდ 26 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, რუსთაველის თეატრის წინ დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები