კონსერვატორიის სემინარიის მოსწავლეების წარმატება სერბეთის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე

კონსერვატორიის სემინარიის მოსწავლეებმა – ლელა შონიამ, ქეთევან ჭაბუკაიძემ და ელენე ელიოზიშვილმა გრან-პრი და პირველი პრემიები მოიპოვეს სერბეთის პიანისტთა მეოთხე საერთაშორისო კონკურსზე.
როგორც „კვირას“ კულტურის სამინისტროში განუცხადეს, კონკურსი სერბეთის ისტორიულ დედაქალაქ სმედერევოში 2-8 მაისს ჩატარდა. მასში  220 პიანისტი მონაწილეობდა სხვადასხვა კატეგორიაში.
კონკურსში დიდი წარმატება მოიპოვა ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიის 3-მა მოსწავლემ:
1. ლელა შონია VII კლასი – I პრემია. VI კატეგორია (99.2 ქულა);
2. ქეთევან ჭაბუკაიძე X კლასი – I პრემია. VII კატეგორია (99.2 ქულა);
3. ელენე ელიოზიშვილი X კლასი – VIII კატეგორია. გრან-პრი (100 ქულა). პედაგოგ მანანა კანდელაკის კლასი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები