SOU 2017 – თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება

15 მაისს, ცირკის არენაზე, თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი SOU 2017 გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ფესტივალის წლევანდელი სეზონის სახელია „სხვა ზღვა“.  ფესტივალს ცირკის არენაზე ქართველი არტისტი ტეტე ნოიზი, სიმებიან კვარტეთან ერთად გახსნის.  5 ივლისს კი ფესტივალს  ოპერის თეატრის სცენაზე ჰაცუნე მიკუს და კიიჩირო შიბუის ვოკალოიდური ოპერა „დასასრული“ დახურავს.
პროგრამა საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში ახალი და დაგვიანებული დინებების შემოტანას ემსახურება.
ყველა ღონისძიება დაიწყება 22:00 საათზე.

ფესტივალის პროგრამა:
15 მაისი
Tete Noise და სიმებიანი კვარტეტი / თბილისის ცირკი
16  მაისი
ალვა ნოტო / რუსთავის სახელმწიფო თეატრი
17  მაისი
გრიშა ლიხტენბერგერი / ა. ხორავას სახელობის მსახიობთა სახლი
19  მაისი
უილიამ ბასინსკი / გარდენ ჰოლი
20 მაისი
რეზო ღლონტი (ლევან ცხადაძესა და მალიკა მამინოვასთან ერთად)
შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრი, მცირე დარბაზი
21 მაისი
მასაიოში ფუჯიტა და იან იელინეკი / ა. ხორავას სახელობის მსახიობთა სახლი
22 მაისი
ქრისტოფერ ტინორი / სამეფო უბნის თეატრი
24  მაისი
რიო მურაკამი / სარაჯიშვილის ქარხანა
26  მაისი
ნატალია ბერიძე – მონდრიანის ანსამბლი / ს. ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრი
28 მაისი
ნიკა მაჩაიძე / მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, სარკეებიან დარბაზი
29  მაისი
ლორენს ინგლიში / გარდენ ჰოლი
30  მაისი
Shobaleader One
„ივენთ ჰოლი“
31  მაისი
ფრანკ ვიგრუ და ანტუან შმიტი / შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრი, დიდი სცენა
1 ივნისი
იაკობ კირკეგაარდი / ს. ახმეტელის დრამატული თეატრი
2 ივნისი
კვარტეტი რონდანე, „კანტო ოსტინატო“ – სიმეონ ტენ ჰოლტი /ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი
3 ივნისი
ანსამბლი “მოდერნი”, „მუსიკა 18 მუსიკოსისთვის“ – სტივ რაიხი
ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი
7  ივნისი
Sacred Horror In Design –
სამეფო უბნის თეატრი
13  ივნისი
Dawn Of Midi
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, დიდი დარბაზი
17  ივნისი
ზინა პარკინსი / თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, დიდი დარბაზი
21  ივნისი
რობერტ ჰენკე / თბილისის საკონცერტო დარბაზი
22 ივნისი
Raster Noton – “White Circle”
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე პავილიონი
გამოფენას წარმოადგენს „პროპაგანდა“
25 ივნისი
გიო სუმბაძე/მ. ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის ატმოსფეროს ფიზიკის დეპარტამენტი
გამოფენას წარმოადგენს „პროპაგანდა“
27 ივნისი
სტივენ ო’მალი / სამეფო უბნის თეატრი
28 ივნისი
Xylouris White
ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი
30 ივნისი
ბრაიან ინო / საქართველოს ეროვნული გალერეა
5 ივლისი
ჰაცუნე მიკუ, კიიჩირო შიბუია / საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრი

ფესტივალის პარტნიორები:
„პროპაგანდა“, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი და სამეფო უბნის თეატრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები