NDI -ის გამოკითხულთა 29%-ის შეხედულებებთან ახლოს “ქართული ოცნება” დგას 10%-ის კი, “ნაციონალური მოძრაობა”

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, მათ შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პოლიტიკური პარტია არ დგას.
კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, კატეგორია „არც ერთი“ ყველაზე მეტმა, 38%-მა აირჩია.
გამოკითხულთა 29%-მა განაცხადა, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს “ქართული ოცნება” დგას; 10% -ის თქმით,  მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დგას; 4%-მა „არ იცის“; 4%-მა “პატრიოტთა ალიანსი” დაასახელა; 3%-მა პასუხზე უარი განაცხადა, 3%-მა კი აღნიშნა, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად “ლეიბორისტულ პარტიას” მიიჩნევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები