„აეროსმიტი“ ქართული ფოლკლორული ანსამბლის მიერ შესრულებულ ცნობილ ჰიტს გამოეხმაურა (ვიდეო)

ქართულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „ჯეო ფოლკმა“ ლეგენდარული ამერიკული როკჯგუფის, „აეროსმიტის“ საქართველოში დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით სპეციალური ვიდეორგოლი გაავრცელა.
ქართული ანსამბლი „აეროსმიტის“ სადებიუტო ალბომიდან Dream On ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ჰიტს ასრულებს. ამერიკული როკჯგუფის ცნობილი ჰიტის შესრულებას „აეროსმიტი“ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა.
„მოუთმენლად ველოდებით თქვენთან შეხვედრას საქართველოში 20 მაისს! ეს ვიდეო არის გზავნილი ლეგენდარული ამერიკული როკჯგუფისთვის, რომ მზად არიან, თბილად გვიმასპინძლონ საქართველოში, „ბლექ სი არენაზე“, – აღნიშნულია როკჯგუფის „ფეისბუქის“ გვერდზე.
სიმღერის ახალი ვერსია ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის სტილშია შესრულებული. ვიდეორგოლი გადაღებულია თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მდებარე მონუმენტთან – „საქართველოს მატიანე“.
Aerosmith-ი 20 მაისს კონცერტს „ბლექ სი არენაზე” გამართავს. მუსიკალური ბენდი საქართველოს ტურნეს ფარგლებში ეწვევა. ჯგუფის კონცერტი საქართველოში პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები