NDI – გამოკითხულთა 22% პრემიერ-მინისტრის საქმიანობას დადებითად აფასებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების თანახმად, პრემიერ-მინისტრის საქმიანობა 22%-ის მიერ კარგად არის შეფასებული, 53%-ის აზრით, საშუალოდ, 11%-ის აზრით, ცუდად, 3% -ის აზრით, ძალიან კარგად, ასევე 3 პროცენტის აზრით, ძალიან ცუდად.
პრეზიდენტის საქმიანობას გამოკითხულთა 24% კარგად აფასებს, 3%- ძალიან კარგად, 50% – საშუალოდ, 12%- ცუდად,  3% – ძალიან ცუდად.
გამოკითხულთა 14% პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობას კარგად აფასებს, საშუალოდ – 42%, ცუდად – 17%, ძალიან ცუდად – 4%, ხოლო ძალიან კარგად – 1%.
თბილისის მერის საქმიანობას კარგად აფასებს გამოკითხულთა 33%, საშუალოდ – 37%, ცუდად – 15%, ძალიან ცუდად – 5%, ხოლო ძალიან კარგად 1%.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს წარადგენს. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები