NDI – 84 % მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტი უნდა აირჩეს პირდაპირი წესით
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა, 84 % მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტი უნდა აირჩეს პირდაპირი წესით. კვლევის შედეგების პრეზენტაცია ამ წუთებში მიმდინარეობს. პრეზიდენტის არჩევას ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლებისგან მხარს უჭერს 9 %, 2% ასეთი არჩევის არც ერთ წესს არ ეთანხმება, 4%-მა კი არ იცის.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის, UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.