მდინარძე ჩიქოვანს: ნუ მივაყენებთ ხალხს შეურაცხყოფას, რომ მათ ვინმე დავალებას აძლევს

ნუ მივაყენებთ ხალხს შეურაცხყოფას, რომ მათ ვინმე დავალებას აძლევს, – ასე მიმართა ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ რუსთავში,საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო განხილვაზე ”ევროპული საქართველოს” წევრ მამუკა ჩიქოვანს.
ამით მდინარაძე ჩიქოვანის განცხადებას გამოეხმაურა. ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიერ მიყვანილი ხალხი არის დარბაზში. მის განცხადებას დარბაზიდან კრიტიკული შეძახილები მოჰყვა.
”თავად ნუ გააკეთებთ ამ ამბის პროვოცირებას. ნუ მივაყენებთ ხალხს შეურაცხყოფას, რომ მათ ვინმე დავალებას აძლევს. ეს იყო თქვენი ხელისუფლების ხელწერა, ჩვენ ასეთი რამე თავში არ მოგვდის”, – მიმართა მამუკა მდინარაძემ ჩიქოვანს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები