იან კელი გიორგი კვირიკაშვილის აშშ-ში ვიზიტზე: ეს იყო ფანტასტიკური ვიზიტი

ფანტასტიკური ვიზიტი იყო, პრემიერ-მინისტრი საქართველოს ბრწყინვალე დამცველი იყო, – ასე აფასებს ამერიკის შეერთებულ შტატების ელჩი იან კელი ამერიკაში საქართველოს პრემიერის ვიზიტს.
მისი თქმით, საქართველოს პრემიერი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის უმაღლეს დონეზე მიიღეს, რაც კიდევ ერთი ნიშანი იყო, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მისი რეფორმების გატარების გზაზე.
„ფანტასტიკური ვიზიტი იყო. პრემიერ-მინისტრი საქართველოს ბრწყინვალე დამცველი იყო. მან ილაპარაკა როგორი ღიაა საქართველო ბიზნესისთვის. ის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის უმაღლეს დონეზე მიიღეს, პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის, კაბინეტის სამი მდივნის ჩათვლით. ასევე იყვნენ ძალიან მნიშვნელოვანი სენატორები, რაც კიდევ ერთი ნიშანი იყო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მისი რეფორმების გატარების გზაზე. ეს ასევე იყო აღიარება, რომ საქართველოს ძალიან რთული სამეზობლო აქვს და ჩვენ მის გვერდით ვდგავართ,“ – განაცხადა იან კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები