რუსთავში, კორპუსის სადარბაზოში ქვეწარმავალი ნახეს (ვიდეო)

რუსთავში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ადგილობრივმა მოსახლეობამ ქვეწარმავალი ნახა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
ადგილობრივები შესაბამისი სამსახურებისგან სადარბაზოში საჭირო სამუშაოების ჩატარებას ითხოვენ. აღსანიშნავია, რომ ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად, ქალაქში ქვეწარმავლების რიცხვიც იმატებს.
ჰერპეტოლოგებმა ქვეწარმავლების გაუვნებელყოფაზე მუშაობა აპრილის თვეში დაიწყეს. სპეციალისტები მაღალ ბალახში და მიტოვებულ სამშენებლო ტერიტორიაზე სიარულისგან თავის შეკავებას გვირჩევენ. ქვეწარმავლის დაფიქსირების შემთხვევაში კი შეგიძლიათ დარეკოთ და გამოიძახოთ ჯგუფი, რომელიც მათ გაუვნებელყოფაში დაგეხმარებათ.
სამსახური 24 საათის მანძილზე მუშაობს, ცხელი ხაზი დღის საათებში: 0341 24 10 44, 0341 29 37 75 ღამის საათებში: 0341 22 47 37, 0341 22 00 0

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები