პრეზიდენტის ადმინისტრაცია კამპანიას – „გავერთიანდეთ ბორჯომის ტყის გადასარჩენად” შეუერთდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კამპანიას – „გავერთიანდეთ ბორჯომის ტყის გადასარჩენად” შეუერთდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა. გიორგი აბაშიშვილმა ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად. კამპანია „გავერთიანდეთ ბორჯომის ტყის გადასარჩენად” ფარგლებში, ბორჯომის ხეობის ნახანძრალი ტერიტორიის აღდგენაში მიიღო მონაწილეობა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, 2008 წელს, რუსული აგრესიის შედეგად ბორჯომის ტყის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის გამო, 250–მდე ჰექტარზე ტყის საფარი მთლიანად განადგურდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა პირადი ინიციატივითა და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დახმარებით, ბორჯომში, პლატოს ტერიტორიაზე დასარგავად სხვადასხვა ჯიშის ნერგები შეიძინეს. „ჩვენ აქ ვხედავთ რუსული ოკუპაციის კიდევ ერთ სამწუხარო შედეგს – ბორჯომის დამწვარ ტყეს. საქართველოს პრეზიდენტი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი შემოუერთდა აქციას, რათა გაერთიანებული ძალებით აღვადგინოთ რუსული ოკუპაციის შედეგად გადამწვარი ბორჯომის ტყე და ვფიქრობ, რომ ისევე, როგორც მთელი საქართველო დღეს ერთიანდება ბორჯომის ტყის აღსადგენად, გაერთიანებული ძალისხმევით, ჩვენ შევძლებთ რუსული ოკუპაციის კიდევ ერთი შედეგის, დარღვეული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. ბია – ბიზნესინფორმაციის სააგენტოს და სტარტაპი “თრიფექსის” ერთობლივი კამპანიის – „გავერთიანდეთ ბორჯომის ტყის გადასარჩენად” მიზანია ბორჯომის ხეობის ნახანძრალი ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები