კახეთში 40 წლის ქალი დაიწვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ველისციხეში 40 წლის ქალი დაიწვა. ადგილობრივების თქმით, ქალი ლოგინად იყო ჩავარდნილი და დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებოდა. ერთ-ერთი მეზობლის განცხადებით, ქალბატონს შესაძლოა, ფსიქიკური პრობლემებიც ჰქონდა.
„ეტყობა ნორმალურ ჭკუაზეც არ იყო, ასანთი უნდა აენთო და კისერზე დავარდნია, რის შემდეგაც მოჰკიდებია ცეცხლი. ბავშვი რომ დავაძინე, სუნი მეცა, ავედი და ვნახე ამ მდგომარეობაში“, – აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები