ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
როგორც “კვირას” სს ”თელასიდან” აცნობეს, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ავშნის და რეხის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. ”თელასის” ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები