ესტონეთის პრემიერ-მინისტრი: ჩვენ უპირობო მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს

„ჩვენ უპირობო მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, იური რატასმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
რატასის თქმით, ესტონეთსა და საქართველოს შორის არსებობს შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობები.
“ივნისში ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წლისთავს. ჩვენ უპირობო მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. დაუშვებელია იმის უგულებელყოფა, რომ საქართველოს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი დღესაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ვულოცავ საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღებას. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე და საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის დიდი წარმატება. აღმოსავლეთ პარტნიორობა წარმოადგენს ესტონეთის გრძელვადიან პრიორიტეტს და ჩვენი მიზანია მისი განმტკიცება ესტონეთის მიერ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში, რომელიც ივლისში იწყება. როგორც იცით, 24 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მაღალი რანგის წარმომადგენლობა და რეალური შედეგები ამ სამიტზე. მოვუწოდებ ჩემს ძვირფას კოლეგას, სრულად გამოიყენოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონური ცენტრის მიერ უზრუნველყოფილი კონკრეტული გზები, შესაბამისი მიზნების მისაღწევად და საქართველოში რეფორმების გასაღრმავებლად”,- აღნიშნა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.
იური რატასის თქმით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა თავდაცვის, განათლების, ელექტრონული მმართველობის სფეროებში, ასევე, ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე, ძალიან პოზიტიურია.
“შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების გზები. მიმაჩნია, რომ ამისთვის უზარმაზარი პოტენციალი არსებობს. ესტონური საგადასახადო მოდელის ადაპტირება ამის ნათელი მაგალითია. მეორე მხრივ, აუცილებელია ორმხრივი ინვესტიციების გაზრდაც. კიდევ ერთხელ, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება”,- აღნიშნა იური ბრატასმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები