გიორგი კვირიკაშვილი ზურაბ პოლოლიკაშვილს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად არჩევას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ზურაბ პოლოლიკაშვილს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად არჩევას ულოცავს:
„გილოცავთ ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთ წარმატებას! ზურაბ პოლოლიკაშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად აირჩიეს!“ – ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის მილოცვის ტექსტში.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 12 მაისს ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ზურაბ პოლოლიკაშვილი ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე, 2018-2021 წლების ვადით აირჩიეს.