ალექსანდრა ჰოლ ჰოლი: ჩემი აზრით, საქართველოს საელჩო ვაშინგტონში საქმეს შესანიშნავად უძღვება

“ჩემი აზრით, საქართველოს საელჩო ვაშინგტონში საქმეს შესანიშნავად უძღვება”, – ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა, ამჟამად ამერიკის “ატლანტიკური საბჭოს” მკვლევარმა, ალექსანდრა ჰოლ-ჰოლმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.
​როგორც ჰოლ-ჰოლმა განაცხადა, საქართველოს საგარეო მინისტრი მეოთხე უცხოელი დიპლომატი იყო, რომელიც სახელმწიფო მდივანმა ტილერსონმა თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მიიღო.
„ჩემი აზრით, საქართველოს საელჩო ვაშინგტონში საქმეს შესანიშნავად უძღვება. საქართველოს საგარეო მინისტრი მეოთხე უცხოელი დიპლომატი იყო, რომელიც სახელმწიფო მდივანმა ტილერსონმა თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მიიღო. ამჯერად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩამოვიდა. მაღალი დონის ურთიერთობები სახეზეა. გრძელდება ურთიერთობები კონგრესთან. ელჩმა კონგრესის საკომიტეტო მოსმენაში მიიღო მონაწილეობა, ის აქტიურად ურთიერთობს არასამთავრობო სექტორთან, მისი აქტიურობა შთამბეჭდავია. საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი მხოლოდ უსაფრთხოების სფერო არაა. საქართველო იმსახურებს ქებას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლისათვის, ნატოს არსებითი პაკეტის მოთხოვნების შესრულებისათვის. მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ეკონომიკის განვითარებას. ცდილობს, მაქსიმალურად ისარგებლოს ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობით და მუშაობს ჩინეთსა და ინდოეთთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების დამყარებაზე. ვფიქრობ, კვირიკაშვილის ამერიკაში ვიზიტის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი შეერთებულ შტატებთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების განხილვა იყო. მიმაჩნია, რომ ეკონომიკური კავშირები ურთიერთობებს ავსებს. აშშ-საქართველოს ურთიერთობა მხოლოდ რუსეთის საკითხზე არაა აგებული და არც უნდა იყოს. საქართველო არა პოსტსაბჭოთა ქვეყანა, არამედ ევროპული ქვეყანაა, რომელიც რეგიონში დემოკრატიული ღირებულებებითა და მისწრაფებებით გამოირჩევა. აშშ-სთან ვაჭრობის გაღრმავებას ორი ქვეყნის ურთიერთობა სიმწიფის სტადიაში გადაჰყავს“, -აცხადებს ჰოლ-ჰოლი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები