სიდნეის ოლიმპიურ ცენტრში აფეთქება მოხდა

სიდნეის ოლიმპიურ ცენტრში აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც ცეცხლი სკეიტპარკის ტერიტორიაზე გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, შემთხვევის დროს ოლიმპიურ ცენტრში იქ დასაქმებული პირები იმყოფებოდნენ. მათ დასახმარებლად ახლომდებარე შენობაში მომუშავე მუშები მივიდნენ, რომლებმაც ცეცხლი სტადიონზე პირველებმა შენიშნეს.
შემთხვევის ადგილზე 80 მეხანძრე მუშაობდა. ტერიტორიიდან ხალხი ევაკუირებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები