ალექსანდრა ჰოლ ჰოლი: მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ და ხალხმა ისწავლა, როგორ გაუმკლავდეს პროვოკაციას

“მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ და ხალხმა ისწავლა, როგორ გაუმკლავდეს პროვოკაციას – მთელი ყურადღება დაუთმოს სტრატეგიული ამოცანების გადაჭრას, არ აჰყვეს ემოციებს”, – ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა, ამჟამად ამერიკის “ატლანტიკური საბჭოს” მკვლევარმა, ალექსანდრა ჰოლ-ჰოლმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.
​როგორც ჰოლ-ჰოლმა აღნიშნა, რუსეთის ქმედებები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ყოველთვის პროვოკაციული იყო და საქართველოსა და მისი ხალხის წყობიდან გამოყვანას ემსახურებოდა.
„ვფიქრობ, რუსეთის ქმედებები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ყოველთვის პროვოკაციული იყო და საქართველოსა და მისი ხალხის წყობიდან გამოყვანას ემსახურებოდა. მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ და ხალხმა ისწავლა, როგორ გაუმკლავდეს პროვოკაციას – მთელი ყურადღება დაუთმოს სტრატეგიული ამოცანების გადაჭრას, არ აჰყვეს ემოციებს და დაიცვას პრინციპული პოზიციები. ქართველები გონივრულად მოქმედებენ. ისინი განაგრძობენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილეობას, იყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა ფორუმს, მათ შორის, გაეროს უშიშროების საბჭოს, ეუთოს, სხვა საერთაშორისო ფორუმებს, რათა საერთაშორისო საზოგადოებას განუწყვეტლივ მიაწოდონ ინფორმაცია არსებული ვითარების შესახებ. ვფიქრობ, საქართველოს საერთაშორისო მეგობრები მუდმივი განცხადებებით, რუსეთს უგზავნიან სიგნალს, რომ მისი ქმედებები საერთაშორისო ნორმების დარღვევაა და ამაზე თვალის დახუჭვას არავინ აპირებს. ვფიქრობ, ეს პრობლემასთან გამკლავების მართებული გზაა. არსებულ ვითარებას არავინ ეგუება“, -განაცხადა ჰოლ-ჰოლმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები