როგორ „გავყიდოთ“ საკუთარი თავი – გიორგი კალატოზიშვილის ვორქშოფი პროფესიონალებისთვის (ვიდეო)

0

მედიაჰოლდინგ „კვირას“ ორგანიზებით, 10 -11 ივნისს,  სასტუმრო Vere House-ში (გურამ რჩეულიშვილის ქუჩა 13), 15:00 საათიდან 19:00 საათამდე, ჩატარდება პიარკონსულტანტის, ქოუჩის გიორგი კალატოზიშვილის ვორქშოფი.  მისი თემაა –  „პრეზენტაციის უნარების გაუმჯობესება“ და ის  გათვლილია   პროფესიონალებისთვის.

ვორქშოფი მოიცავს თეორიულ მასალებს, პრაქტიკულ მაგალითებსა და  სავარჯიშოებს. პრაქტიკული რეკომენდაციების პარალელურად, გამოყენებული იქნება ქოუჩინგის გარკვეული ტექნიკა, რომელიც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, დამოუკიდებლად გააუმჯობესონ საკუთარი კომუნიკაცია აუდიტორიასთან თუ ცალკეულ ინდივიდთან. ვორქშოფი ხელს შეუწყობს მონაწილეების  გარკვეული უნარების ჩამოყალიბებას, არსებულის გაუმჯობესებას და აქამდე განუხორციელებელი პოტენციალის აღმოჩენას.

ვორქშოფის თემებია:

  • რა არის სტრატეგიული პოზიციონირება და როგორ „გავყიდოთ“ საკუთარი თავი;
  • კომუნიკაციის პროცესი, დონეები, ბარიერები, ხარვეზები;
  • წარუმატებელი პრეზენტაციის ალგორითმი და დინამიკა – როგორ გამოვასწოროთ ვითარება;
  • წარმატებული პრეზენტაციის ფორმულა;
  • აუდიტორიის სპეციფიკა, მისი ტიპები და შესაბამისი ანალიზი;
  • შიშის დინამიკა – შიშის დაძლევა პრეზენტაციის წინ, მის დროს და მის შემდეგ;
  • კონსისტენტური მესიჯის შემუშავება – როგორ ვესაუბროთ აუდიტორიას მისთვის გასაგებ ენაზე;
  • ინფორმაციის გაცემისა და აღქმის რიგითობის პრინციპი და კომპოზიციის კანონი;
  • პრეზენტაციის დროს აუდიტორიის ყურადღების კონცენტრირების მარკერების შემუშავება;
  • არგუმენტაციის ხაზის შემუშავება.

ვისთვის იქნება საინტერესო აღნიშნული ვორქშოფი:

ვორქშოფში მონაწილეობა  საინტერესო და პროდუქტიული იქნება მათთვის, ვინც თავისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, რეგულარულად მართავს პრეზენტაციას და სურს, შეიძინოს დამატებითი ან გაიუმჯობესოს არსებული უნარები. ვორქშოფი განკუთვნილია საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერებისთვის, მოლაპარაკებებში მონაწილე ხელმძღვანელებისთვის და პირველი პირებისთვის, მედიის წარმომადგენლებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის, პრესსპიკერებისთვის, გაყიდვების მენეჯერებისთვისა და სარეკლამო აგენტებისთვის.

ტრენერის შესახებ

გიორგი კალატოზიშვილი – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამმართველოს უფროსია. გიორგის საკონსულტაციო ბიზნესში და სტრატეგიულ პიარში მუშაობის 12-წლიანი, ხოლო მედიაში მუშაობის 18-წლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს, გაიარა ქოუჩინგის, სტრატეგიული პიარის, ადვოკაციისა და მედიაციის საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამები. არის ერიქსონის საერთაშორისო ინსტიტუტის (Erickson.edu) სერტიფიცირებული ქოუჩი, The MGI Management Institute-ის და აშშ-ის პიარასოციაციის (PRSA) სერტიფიცირებული სპეციალისტი კრიზისული კომუნიკაციების ეფექტიან მართვაში.

  • 2015-2016 წლებში იყო საქართველოში ქოუჩინგის პირველი კომპანიის, ”გროუინის“ მმართველი პარტნიორი;
  • 2014-2015 წლებში იყო მარკეტინგული კვლევებისა და საზოგადოებრივი აზრის შესწავლის გლობალური კომპანიის,  ACT-ის ბრენდის განვითარებისა და პიარსამსახურის უფროსი;
  • 2012-2014 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი;
  • 2011-2012 წლებში ტელეკომპანია ”დიას“ დირექტორი.

გიორგი კალატოზიშვილი ასწავლიდა სხვადასხვა სასწავლებელში, მათ შორის, ასწავლიდა „საჯარო გამოსვლებს“ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (IBSU),  საზოგადოებასთან ურთიერთობას – სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებაში Public Relations College (ბერნეისის პიარ კოლეჯი), მართავს ტრენინგებს თემაზე „კრიზისული კომუნიკაციების ეფექტიანი მართვა“ – საგანმანათლებლო სააგენტოში Cambridge Study.

სხვადასხვა დროს ჩატარებული აქვს ტრენინგები, ფონდ ”ღია საზოგადოება – საქართველოს“, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დაკვეთით და სხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის.

ვორქშოფში მონაწილეობის პირობები:

  • ვორქშოფში მონაწილეობის ღირებულება – 120 ლარი;
  • 29 მაისამდე დარეგისტრირებული მომხმარებლები მიიღებენ სპეციალურ ფასს – 100 ლარს;
  • გადახდა წარმოებს წინსწრებით, უნაღდო ანგარიშსწორებით;
  • ვორქშოფის დაწყებამდე 1 კვირით ადრე, ვორქშოფში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში, მონაწილეს უკან დაუბრუნდება წინსწრებით გადახდილი თანხის 100%;
  • ვორქშოფზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია!

საკონტაქტო ინფორმაცია:
+(995)  551742323
Info@ kvira.ge

 

კომენტარები

კომენტარი