ალექსანდრე ჯეჯელავა: უახლოეს თვეებში, სამხედრო სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება

“სამხედრო სამსახურის მიმართულებით მიმდინარეობს პრაქტიკულად ყოვლისმომცველი რეფორმა”,-ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სამხედრო სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს.
​როგორც ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას ჯეჯელავამ განუცხადა, უახლოეს თვეებში, სამხედრო გაწვევასთან დაკავშირებით, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება.
„სამხედრო სამსახურის მიმართულებით, მიმდინარეობს პრაქტიკულად ყოვლისმომცველი რეფორმა, მათ შორის, გაწვევის მიმართულებით, გაწვევის გადავადებისა და დახსნის მიმართულებით. უახლოეს თვეებში, ჩვენ გვექნება ძალიან კონკრეტული ნაბიჯები. ჩვენს კულტურაში რამდენად მოხერხდება და გამოვა და სწორი იქნება ქალბატონების სამხედრო სამსახური, ამასაც ვნახავთ“,-განაცხადა ჯეჯელავამ.
​შეგახსენებთ, რომ NDI-ს გამოკითხულთა 64 პროცენტი მიიჩნევს, რომ სამხედრო სავალდებულო გაწვევა აუცილებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები