„საქართველომ ძალიან კარგი მეგობრობა იცის, მაგრამ ვისაც ჩვენი ერთიანობა და მთლიანობა არ უნდა, იმათ საკადრისი პასუხი უნდა გავცეთ“

“ლუჟკოვის მოსაზრება მას შემდეგ, რაც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შესახებ ბრძანა, აბსოლუტურად არ არის აქტუალური და საინტერესო”, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა, მან კომენტარი მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა.
​როგორც ჯეჯლავამ აღნიშნა, ვისაც საქართველოს ერთიანობა არ სურს, იმას საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს.
​”ლუჟკოვის მოსაზრება მას შემდეგ, რაც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შესახებ ბრძანა, აბსოლუტურად არ არის აქტუალური და საინტერესო. საქართველომ ძალიან კარგი მეგობრობა იცის, მაგრამ ვისაც ჩვენი ერთიანობა და მთლიანობა არ უნდა, იმათ საკადრისი პასუხი უნდა გავცეთ და გავცემთ კიდეც”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები