„ქალების ხმა კინოში“ – სიდნეის კინოფესტივალი გამოჩენილ ქალ რეჟისორებს უმასპინძლებს

7-18 ივნისს სიდნეის კინოფესტივალი 10 გამოჩენილ ევროპელ რეჟისორ ქალს უმასპინძლებს, რომელთა ფილმებიც უკვე არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია.
როგორც „კვირას“ ეროვნულ კინოცენტრში განუცხადეს, ღონიძიება „ქალების ხმა კინოში” EFP-ს (European Film Promotion) მხარდაჭერით ტარდება.
10 გამოჩენილ ევროპელ ქალ რეჟისორს შორის, რომელთა ნამუშევრებსაც ავსტრალიური აუდიტორია, მედია და კინოინდუსტრიის წევრები იხილავენ, არის ქართველი რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე. გლურჯიძის ავტობიოგრაფიული დებიუტი „სხვისი სახლი” არაერთი კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა.
ღონისძიება „შემოქმედებითი ევროპის” მედია პროგრამის და ევროკავშირის ფინანსური ხელშეწყობით მიმდინარეობს. ასევე, მხარდამჭერები არიან EFP-ს წევრი შემდეგი ორგანიზაციები: Austrian Films, ბრიტანული საბჭო, დანიის კინოინსტიტუტი, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, German Films, ICA / Portugal, Irish Film Board, მაკედონიის კინოსააგენტო, შვედეთის კინოინსტიტუტი და Swiss Films.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები