მუზეუმების საერთაშორისო დღე – ღია ცის ქვეშ კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართება

18 მაისს, 19:30 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეზოში კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ეს იქნება სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ ერთობლივი საჩუქარი მუზეუმების საერთაშორისო დღეს.
ღია ცის ქვეშ შეასრულდება ი.ს. ბახის, ვ. ა. მოცარტის, ბ. ბრიტენის, ა. პიაცოლას, ნ. პაგანინის, ს. პროკოფიევის, გ. მილერის, ჩ. ჩაპლინის და გ. ყანჩელის ნაწარმოებები, სამუსიკო „ნიჭიერთა ათწლედის“ ორკესტრების, გუნდის და სოლისტების მონაწილეობით.
მისამართი: რუსთაველის #3.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები