მომღერალი ნიკო ჯადუგიშვილი გარდაიცვალა

75 წლის ასაკში მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ნიკო ჯადუგიშვილი გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას ფეისბუქგვერდი: „თბილისი იყო ურთიერთობა“ ავრცელებს.
ნიკო ჯადუგიშვილი დაიბადა თბილისში 1942 წელს.  1964 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტია; 1964–1965წწ. სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ „რეროში”; მღეროდა ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებს. ჰქონდა ეროვნული კოლორიტის განსაკუთრებული გრძნობა; დუეტში მღეროდა ეთერ კაკულიასთან ერთად.
დაჯილდოებულია: ღირსების ორდენით (1998წ.)
გასვენება:13 მაისს, 14:00 საათზე, საბურთალოს სასაფლაოსთან არსებული წმინდა ნინოს ეკლესიიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები