თამარ ლომიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

20 მაისს, 19 საათზე, გალერეა „სფუმატოში“ საქართველო-ნორვეგიის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავთან დაკავშირებით თამარ ლომიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
როგორც „კვირას“ თამარ ლომიძემ განუცხადა, გამოფენას გახსნის ნორვეგიულ-ქართული ფოლკლორული ანსამბლი ,,გიორგი” – სვენდ ვოგეს, ლუკა ვოგე-ლომიძის, ბექა სებისკვერაძის და პეტერ სიმონსენის მონაწილეობით.
„წელს საქართველო-ნორვეგიის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავია. მრავალი რამ კეთდება ამ ურთიერთობის გასაფართოებლად.  ჩვენ  მაქსიმალურად ვცდილობთ კულტურის, ფოლკლორის, ღვინის პოპულარიზაციას. მრავალი პროექტი განხორციელდა, ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობა გავაღრმავეთ, უამრავი მეგობარი შევიძინეთ, აქამდე უცნობი საქართველო შევაყვარეთ, მისი ფასი იციან.
სვანეთს, ერთმა ნორვეგიელმა, რომელიც წლების განმავლობაში იქ ცხოვრობს, არნახული წიგნი მიუძღვნა. ნორვეგიამ დააფინანსა ბეთლემის აღდგენითი სამუშაოები კლდისუბანში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში ჩატარებული სამუშაოები“, – აღნიშნა თამარ ლომიძემ.
ეს თამარ ლომიძის მე-5 პერსონალური გამოფენაა. მხატვრის მე-6 პერსონალური გამოფენა ოსლოში 2018 წლის მარტში გაიმართება.
მისა: გალერეა ,,სფუმატო”, ინგოროყვას ქ. 19.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები