ფილმ „შინდისის“ გადაღებები ზაფხულში დაიწყება

რეჟისორი დიტო ცინცაძე შინდისის გმირების შესახებ ფილმს გადაიღებს. ახალ ქართულ სრულმეტრაჟიან ფილმს „შინდისი“ ერქმევა და მისი გადაღებები ზაფხულში დაიწყება. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
ფილმის სცენარის ავტორი ირაკლი სოლომონაშვილია. სცენარს საფუძვლად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში რეალურად მომხდარი ამბავი უდევს.
ფილმს პროდიუსერობას ედმონდ მინაშვილი გაუწევს, რომელსაც შინდისის გმირების შესახებ დოკუმენტური ფილმების ციკლი გადაიღო.
„შინდისში” მთავარ როლს მერაბ ნინიძე შეასრულებს. ფილმში, ასევე, მონაწილეობენ ჰოლივუდის ქართველი მსახიობი დავით ბახტაძე, ია სუხიტაშვილი და გიორგი ბაბლუანი. მსახიობების შერჩევა ჯერ არ დასრულებულა. მოლაპარაკებები ჯონ მალკოვიჩთანაც მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები