“ჩნდება შესაძლებლობა სამხედრო და „სხვა შეიარაღებული ძალები“ საპროტესტო აქციების დასაშლელად იქნას გამოყენებული”

უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ვარაუდობს, რომ შეიარაღებული ძალებისგან განსხვავებით, „სხვა შეიარაღებული“ ძალების შექმნის საფუძველი არ არის დადგენილი, ასევე, არ არის დადგენილი მათი გამოყენების საფუძველი.
შესაბამისი განცხადება მან საკონსტიტუციო ცვლილებებისა და უსაფრთხოების საკითხებზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ კონფერენციაზე გააკეთა.
„ჩნდება შესაძლებლობა, სამხედრო და „სხვა შეიარაღებული ძალები“ გამოყენებული იქნას არა მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად, არამედ ”უსაფრთხოების სხვა ამოცანების” უზრუნველსაყოფად, მაგალითად, საპროტესტო აქციების დასაშლელად“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
კონფერენციაზე, დავით რაქვიაშვილს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ უპასუხა.
”ვფიქრობ, რომ არგუმენტების მოყვანა, თითქოს არასათანადოდ შეიძლება იქნას გამოყენებული სხვა შეიარაღებული ძალები, საფუძველს მოკლებულია, თუნდაც იმიტომ, რომ  საპროტესტო აქციების დროს საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს და ხელისუფლებას ჰყავს სხვა დანაყოფები და სხვა სტრუქტურები. შესაბამისად, იმის დაშვება, რომ არასათანადოდ საჯარისო შენაერთები იყოს გამოყენებული, არ მგონია, რომ საფუძვლიანი არგუმენტია”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები