„ძალიან შეურაცხყოფილი ვარ ჩვენი სრული უპატრონობით „ევროვიზიაზე!“

ქართველი კონკურსანტის, თამარა გაჩეჩილაძის 2017 წლის „ევროვიზიის“ ნახევარფინალური ტურიდან გამოთიშვას „რუსთავის“ სოლისტმა დათო გველესიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსი მიუძღვნა. მომღერლის თქმით, მარცხი კულტურის პოლიტიკის უსუსურობამ და არაორგანიზებულობამ განაპირობა.
„ძალიან შეურაცხყოფილი ვარ ჩვენი სრული უპატრონობით „ევროვიზიაზე!“ დიდი ხანია ასე ღირსეულად არ წარმდგარა საქართველო. თაკო  ყოველმხრივ შეუდარებელი  იყო. გული მაქვს ნატკენი კულტურის პოლიტიკის ასეთ უსუსურობაზე. ნუთუ არ შეიძლებოდა  საელჩოებს ჩვენი დიასპორების ორგანიზება გაეკეთებინათ? ნუთუ არ შეიძლებოდა, ცოტა აქტიურად ჩარეულიყო სახელმწიფო? როგორც ვიცი, ასე უპატრონოდ არასოდეს წასულა ქართული დელეგაცია. დიახ, უკვე ძალიან მალე დაფუძნდება ქართველ ხელოვანთა კავშირი და აქტიურად ჩავერევით კულტურის პოლიტიკაში, რათა არასოდეს დაიჩაგროს ნიჭი საქართველოში!“ – წერს დათო გველესიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები