თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაეობია.
„თელასის“ განცხადებით, 11:30-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სოფელი გლდანის, გლდანის ხევის დასახლებისა და გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის მცხოვრებლებს;
10:30-დან 18:00 საათამდე – ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ატენის შესახვევის და რამიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს; 11:00-დან 16:00 საათამდე – კანდელაკის, ლევანდოვსკის, ვაზისუბნის, ლომონოსოვის, ცხინვალის, ონიაშვილის, ლვოვის, ზემო ვეძისის, ყუშიტაშვილისა და ალასანიას ქუჩების მცხოვრებლებს; 10:00-დან 18:00 საათამდე – ჭიაურელის, ლუბლიანას, ბელიაშვილის და ჩაჩავას ქუჩების მცხოვრებლებს; 10:30-დან 18:00 საათამდე – ვაზისუბნის III მიკრორაიონის I კვარტალს; 10:00-დან 18:00 საათამდე – I ხეივნის ქუჩის, II ხეივნის ქუჩის, დიდი ხეივნის I, II, III ქუჩების, დიდი ხეივნის, ნადიკვარის, გორგასლის, კალანდაძის და მარტვილის ქუჩების მცხოვრებლებს; 10:30-დან 17:00 საათამდე – ცოტნე დადიანის, ზესტაფონის, ნინუას და ცისარტყელას ქუჩების მცხოვრებლებს; 10:00-დან 16:00 საათამდე – გედევანიშვილის ქუჩას; 14:00-დან 16:00 საათამდე – თევდორე მღვდლის, ცაბაძის და აბასთუმნის ქუჩების მცხოვრებლებს; 11:00-დან 17:00 საათამდე – ვარკეთილი-3 IV, X კვარტლების, ვარკეთილი-3 “დ” ქუჩის, ნავთლუღის დასახლების, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ჯავახეთის, კალოუბნის, შუამთის, გუმათგესის, თრიალეთის, საცხენისის, ედისის, რაზიკაშვილის, აბაშვილის, ლორთქიფანიძის, ჩაჩუას და წულუკიძის ქუჩების მცხოვრებლებს; 10:00-დან 17:00 საათამდე კი დაბა კოჯორს.
 
კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო, ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ სამუშაოების დამთავრებისთანავე, აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები