გიორგი კვირიკაშვილი ტყიბულის მაღაროში გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ტყიბულის მაღაროში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

“ამ მძიმე წუთებში, მინდა თანადგომა გამოვუცხადო შახტში მომუშავეთა ოჯახებს. შესაბამისი სამსახურებისგან ვიღებ ინფორმაციას ტრაგედიის ადგილზე განვითარებული მოვლენების შესახებ. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან საქართველოს მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მინდელის შახტში იმუშავებენ შესაბამისი ჯგუფები, რათა უსწრაფესად განხორციელდეს მეშახტეთა სამძებრო სამუშაოები და ასევე, დადგინდეს ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი”, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ტყიბულის მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შახტაში მიმდინარეობდა მაღაროში მუშების ჩასაყვანი სპეციალური მოწყობილობის რემონტი, რა დროსაც მოწყობილობა მოწყდა და მოხდა უბედური შემთხვევა. ადგილზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს. ადგილზე თბილისიდან დამატებითი სამაშველო ჯგუფები გაიგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები