ტყიბულის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, 4 მაღაროელი დაიღუპა

ტყიბულის მინდელის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.
როგორც „კვირას“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ,ბონდო კუბლაშვილმა განუცხადა, ოთხი მაღაროელი სიმაღლიდან გადავარდა და ოთხივე ადგილზე გარდაიცვალა. მისივე თქმით, უბედური შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ამ წუთებში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები