ირაკლი კობახიძე იური იუჟკოვისა და ე.წ. ”ღამის მგლების” ვიზიტზე: ეს მიუღებელია

ეს მიუღებელია, -ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოში მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვისა და ე.წ. ”ღამის მგლების” ჩამოსვლას.
მისი თქმით, ეს არის პროვოკაციები, რომელთა დაკავშირებითაც საქართველომ უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე.
„ეს არის სამართალდამცველი ორგანოების პრეროგატივა და ჩვენც ბუნებრივია ამით დავინტერესდებით. თითქოს გამოიკვეთა ერთგვარი მცირე ჯაჭვი პროვოკაციების. ჩვენთვის ეს პროვოკაციები მიუღებელია. ჩვენთვის მთავარია შევინარჩუნოთ სიმშვიდე და არ ავყვეთ ასეთი ტიპის პროვოკაციებს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები