ახმეტელის თეატრი პრემიერას „აივანი“ უმასპინძლებს

14 მაისს, 19 საათზე, ახმეტელის თეატრში პრემიერაა. როგორც „კვირას“ თეატრიდან აცნობეს,  ახალგაზრდა დრამატურგის, რეჟისორისა და მსახიობის ოთარ ქათამაძის პიესა „აივანი“ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირაკლი გოგიამ განახორციელა.
„აივანი“  რამდენიმე კონკურსის გამარჯვებული პიესაა და  საქართველოს თეატრებში წარმატებით იდგმება.
მოქმედება ერთ ჩვეულებრივ თბილისურ ოჯახში ხდება, სახლში,  სადაც რამდენიმე თაობა ცხოვრობს  და სადაც პატარა ბინის აივანი, რომელსაც მუნიციპალიტეტი ოჯახს ართმევს, მათი ერთობის, ოჯახური თანაცხოვრებისა და მოგონებების სიმბოლოდ არის  ქცეული.
მხატვარი – აივენგო ჭელიძე (საქართველოს დამსახურებული მხატვარი) კოსტიუმების მხატვარი – მარიკა კვაჭაძე
მონაწილეობენ: მარინა ხარჩილავა, მამუკა მაზავრიშვილი, თამარ ბეჟუაშვილი, გიორგი ცხადაძე, იუკა ვასაძე, ოთო ჩოქობავა, თინა გვაზავა, გიგი მიგრიაული, ვაჟა ციცილოშვილი, ვასილ შიხაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები