“ღამის მგლების” საქართველოში ვიზიტს გია ვოლსკი პროვოკაციად აფასებს

​რუსი ბაიკერების – “ ღამის მგლების” საქართველოში ვიზიტს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი პროვოკაციად აფასებს. როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს ვაკის პარკში, 9 მაისთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განუცხადა, რუსი ბაიკერების ჩამოსვლის გამო შიში ქართველებს არ ეკადრებათ.
„მთელი საქართველოს საზოგადოება არის უკმაყოფილო იმით, რომ საქართველოში ჩამოსულ ტურისტს ინფორმაცია გააჩნია იმის შესახებ, რომ მათი მოქმედებები პროვოკაციულია, გარკვეულ დაძაბულობას და დაპირისპირებას იწვევს და მასპინძელი ქვეყნის განწყობას მაინც არ ეპუებიან. მაგრამ “ღამის მგლების” მიმართ შიში ან ამისგან საფრთხის შექმნა – ტურები არიან თუ ღამის მგლები – ჩვენ არ გვეკადრება და ყველაფერს ღირსეულად უნდა შევხვდეთ”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები