იზორია პრემიერის აშშ-ში ვიზიტზე: ეს იყო უმნიშვნელოვანესი და ძალიან წარმატებული ვიზიტი

“ეს იყო უმნიშვნელოვანესი და ძალიან წარმატებული ვიზიტი”, -ასე შეაფასა თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ამერიკაში ვიზიტი.
როგორც იზორიამ აღნიშნა, საქართველოს, აშშ-სთან ერთად, უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების საქმეში.
„კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ჩვენ ვართ მნიშვნელოვანი სტრატეგიული მოკავშირეები. ჩვენ, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, შეგვაქვს უმნიშვნელოვანესი წვლილი გლობალური უსაფრთხოების საქმეში“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.
მისი თქმით, წელს ვაზიანში საბრძოლო მომზადების ცენტრი გაიხსნება, რომელსაც საქართველო აშშ-სთან ერთად ააშენებს.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ვიწყებთ ძალიან ამბიციურ პროგრამას – საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად. წელს გავხსნით ვაზიანში საბრძოლო მომზადების ცენტრს, რომელსაც ერთობლივად ავაშენებთ და რომლის ანალოგი არსებობს გერმანიაში, ამერიკის სამხედრო ბაზის ფარგლებში. ეს ურთიერთობა არ მოიცავს მხოლოდ თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროს. მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო მთავრობის მტკიცე პოზიცია, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარებას ურყევად გავაგრძელებთ“, – აღნიშნა იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები