18 მაისი მუზეუმის საერთაშორისო დღეა – კვირეული იწყება

1977 წლიდან, ICOM-ის (მუზეუმების საერთაშორისო საბჭო) გადაწყვეტილებით, ეს დღე მთელ მსოფლიოში ღია კარის დღეებით აღინიშნება – ეწყობა გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები, სამეცნიერო კონფერენციები, ლექციები და სხვადასხვა აქტივობა. 2017 წლის თემაა – ,,მუზეუმები და სადავო ისტორიები: მუზეუმი საუბრობს უთქმელზე“.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი უერთდება ამ კამპანიას და უკვე მე-10 წელია მუზეუმის საერთაშორისო დღეს ტრადიციულად აღნიშნავს ,,მუზეუმის კვირეულით”.
18 მაისს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ ყველა მუზეუმში შესვლა თავისუფალია.

მუზეუმის კვირეულის პროგრამა:

16 მაისი
16:00 საათი – ლაშა ბაქრაძის საჯარო ლექცია. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ. 3
18:00 საათი – ნიაზ დიასამიძის ნამუშევრების გამოფენა ,,ქართული ანბანი“. ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8
ლაშა ბაქრაძის საჯარო ლექცია. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ. 3

17 მაისი
11:00 საათი – სამეცნიერო კონფერენცია „21-ე საუკუნის მუზეუმების გამოწვევები და მილენიუმის თაობა“. საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა. ფურცელაძის ქ. 1
17:00 საათი – ზიგა ვალიშევსკის 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა. შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლ. გუდიაშვილის ქ. 1
18:00 საათი – გამოფენა ,,დიფუზიის სივრცე“ პროექტის ,,თანამედროვე ხელოვნების გალერეა“ ფარგლებში. ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8

18 მაისი
14:00 საათი – ეროვნული მუზეუმის წლიური ანგარიში. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ. 3
15:00 საათი – გამოფენა „XVIII-XX საუკუნეების ქართული კოსტიუმი და იარაღი“. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ. 3
20:00 საათი – ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა ,,ნიჭიერთა ათწლედის’’ კონცერტი. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეზო, შოთა რუსთაველის გამზ. 3

19 მაისი
14:00 საათი – გამოფენა „გერმანელი მხატვრები საქართველოში. XIX-XX საუკუნეები“. სიღნაღის მუზეუმი, სიღნაღი, შოთა რუსთაველის ჩიხი 8
16:00 საათი – ლევან ლაღიძის საჯარო ლექცია. დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ. 11

20 მაისი
10:30 – საგანმანათლებლო პროგრამები და შემეცნებითი თამაშები. გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი, კუს ტბის გზა 1

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები