პარლამენტში ევროპის დღისადმი მიძღვნილი ნახატების გამოფენა გაიმართა

ევროპის დღისადმი მიძღვნილი ნახატების გამოფენა სახელწოდებით, „ჩემი თვალით დანახული ევროპა“გაიმართა საქართველოს პარლამენტში, რომელიც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივითადა კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.
მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარხულორდავამ, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გენადი მარგველაშვილმა,განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა, ევროკავშირის წარმომადგენლობისხელმძღვანელის მოადგილემ კარლო ნატალემ და პროექტის მხარდამჭერმა, კონრად ადენაუერის ფონდისსამხრეთ-კავკასიის წარმომადგენლობითი ოფისის დირექტორმა ტომას შრაპელმა მიმართა.
„ძალიან საინტერესო აქტივობა ჩავატარეთ ევროპის კვირეულის ფარგლებში. ევროპასთან ინტეგრაციისკომიტეტის წევრები, მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, მარნეულში, გარდაბანში, ახალქალაქში და რუსთავშისაჯარო სკოლებს სტუმრობდნენ, სადაც გაიმართა შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან და ვისაუბრეთ ევროპაზე,ევროკავშირზე, საქართველოს ევროპულ მომავალზე. ევროკავშირთან ურთიერთობის განსაკუთრებული წელიგვაქვს. საქართველომ ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაცია მიიღო. მოხარული, ვარ რომ ზოგიერთ ნახატში ესპირდაპირ გამოჩნდა და ბავშვებმა სწორედ ვიზის ლიბერალიზაციის თემას მიუძღვნეს თავიანთი ნახატები“, -განაცხადა თამარ ხულორდავამ.
„ნახატები, რომელიც გამოფენილია ამ დარბაზში 2-3 დღის განმავლობაშია შექმნილი. ნამუშევრებში ნათლად ჩანსთუ როგორ ვხედავთ ევროპას, რა არის ევროპული ოჯახი, ევროპული პერსპექტივა. თითოეულმა ჩვენგანმაშეიძლება ისწავლოს აქედან“, – აღნიშნა, კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ-კავკასიის წარმომადგენლობითიოფისის დირექტორის ტომას შრაპელმა.
შეხვედრაზე, მისასალმებელი სიტყვით, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ კარლონატალემაც მიმართა.
„ეს თვე დატვირთულია ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებით. დღევანდელი კი, განსაკუთრებულიამათ შორის. თითოეულმა ნახატმა, რომელიც აქ არის წარმოდგენილი წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.შთაბეჭდილება მოახდინა იმ იდეამ, რომელიც მათ ამ ნახატებში ჩადეს. საქართველოში განსაკუთრებულიმიზეზი გვაქვს ამ დღის განსაკუთრებულად აღნიშვნის, რადგან ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაცია მიიღო.ეს კი, აქ წარმოდგენილ ნახატებშიც კარგად ჩანს. იმედი მაქვს, რომ საქართველოსთან ჩვენი თანამშრომლობაკიდევ უფრო გაღრმავდება“, – განაცხადა კარლო ნატალემ.
განათლების მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის თქმით, კეთილგანწყობა და პოზიტიური მოლოდინებიძალიან კარგად ჩანს ბავშვების ნახატებში. ბოლო დროის ცვლილებები, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ასეთიმნიშვნელოვანია თითოეულ ბავშვამდე მივიდა. „ჩვენ დღეს ვზეიმობთ ევროპის დღეს. ეს არა მარტო ევროპისდღის ზეიმია, არამედ, ევროპული ღირებულებების, თანასწორობის, მშვიდობის, კანონის უზენაესობისსოლიდარობის ზეიმი. ეს ღირებულებები არის სწორედ ის მისწრაფება, რომლისთვისაც ჩვენ დიდ ძალისხმევასვდებთ ევროპასთან ინტეგრაციის მისაღწევად“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
„გაცილებით ახლოს ვართ იმ მიზანთან რომლისთვისაც ჩვენ ვიღწვით. მნიშვნელოვანია, რომ ცოდნითმოპოვებული თავისუფლება იყოს განხორციელებადი ბოლომდე. იმ ცოდნით მოპოვებული თავისუფლება,რომელიც ჩვენ ევროპის ფერხულში ჩაგვწერს“,- აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტისთავმჯდომარის მოადგილემ, გენადი მარგველაშვილმა.
კონკურსში მარნეულის, გარდაბნის, ახალქალაქის და რუსთავის მეშვიდე-მერვე კლასის, 160 მოსწავლემონაწილეობდა, საიდანაც საუკეთესო 40 ნამუშევარი პარლამენტის თამარ მეფის სახელობის დარბაზშიგამოეფინა. დღეს გამართულ ღონისძიებაზე, საუკეთესი ნახატების სამი გამარჯვებული, ვაზგენ ნერსესიანი,აიგუნ ბახტიაროვა და ელენე ტატაშიძე გამოვლინდა, რომელთაც სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები