„ევროვიზია 2017“ – ნახევარფინალის მონაწილეებს საერთაშორისო ჟიური შეაფასებს

„ევროვიზია 2017“-ის პირველი ნახევარფინალის მონაწილეებს დღეს საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში, შოუ 9 მაისს, 23:00 საათზე, დაიწყება და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერით გადაიცემა.
„საზოგადოებრივის მაუწყებლის“ ინფორმაციით, 9 მაისს პირველ ნახევარფინალურ ტურში 18 კონკურსანტი მიიღებს მონაწილეობას. წელს ევროფესტივალს 42 კონკურსანტი ჰყავს, მათ შორის ფინალში პირველი და მეორე ნახევარფინალის შემდეგ 20 სიმღერა მოხვდება. ფინალში ავტომატურად გადასულია ე.წ. დიდი ხუთეული: იტალია, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და შარშანდელი გამარჯვებული – უკრაინა.
თამარ გაჩეჩილაძე სცენაზე მეორე ნომრად გამოვა და შეასრულებს სიმღერას „keep the faith.” უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, ხვალ შესაძლებლობა ექნებათ, მოკლე ტექსტური შეტყობინებით მხარი დაუჭირონ ქართველ მონაწილეს.
ევროვიზია“  წელს 62-ედ ტარდება და საქართველო კონკურსში მეათედ მონაწილეობს. უკრაინამ „ევროვიზიის“ კონკურსს 2005 წელს უმასპინძლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები