გია ვოლსკი: საქართველოს კარი ღია იყოს იმ ხალხისთვის, ვინც კეთილგანწყობილია და ქვეყანაში კეთილი სურვილებით მოდის

“ვინც ქვეყანაში მეგობრული გულით შემოვა, ლუჟკოვი იქნება თუ ნებისმიერი სხვა უცხოელი, საქართველომ სტუმარ-მასპინძლობა იცის, მაგრამ სამწუხაროდ, რუსეთთან დაძაბული ურთიერთობა დიდი ხანი არ გადაივლის”, – აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის საქართველოში ჩამოსვლის საკითხზე კომენტირებისას.
როგორც გია ვოლსკი აღნიშნავს, ლუჟკოვისთვის საქართველოს კარი ღიაა, თუ მას დარღვევა არ აქვს ჩადენილი. “ვინც ქვეყანაში მეგობრული გულით შემოვა, ლუჟკოვი იქნება თუ ნებისმიერი სხვა უცხოელი, საქართველომ სტუმარ-მასპინძლობა იცის, მაგრამ სამწუხაროდ, რუსეთთან დაძაბული ურთიერთობა დიდი ხანი არ გადაივლის.
ამ შემთხვევაში, ლუჟკოვისთვის საქართველოს კარი ღიაა, თუ დარღვევა არ აქვს ჩადენილი. თუ დარღვევა ჩადენილი აქვს, რეაგირება ყველა ადამიანის მიმართ ერთნაირი უნდა იყოს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ თავისი სუვერენიტეტი ყველანაირად დაიცვას, მათ შორის ასეთი კანონდარღვევებისგან. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოს კარი ღია იყოს იმ ხალხისთვის, ვინც კეთილგანწყობილია და ქვეყანაში კეთილი სურვილებით მოდის”, – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოში იმყოფება. იური ლუჟკოვის თბილისში სტუმრობას შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილიც გამოეხმაურა.
შალვა ხუციშვილის განცხადებით, იური ლუჟკოვი საქართველოს საზღვარზე ლეგალური საბუთებით შემოვიდა, რის გამოც მესაზღვრეებს სხვა სახის გადაწყვეტილების მიღების საფუძველი არ ჰქონდათ. მოსკოვის ყოფილი მერი საქართველოში ოთხი დღის წინ სომხეთიდან ტურისტის სტატუსით ჩამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები