ლევან მურუსიძისა და მაია სულხანიშვილის მოსამართლეებად უვადოდ დანიშვნის საკითხის განხილვა დღესაც გადაიდო

​იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ლევან მურუსიძისა და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, მაია სულხანიშვილის მოსამართლეებად უვადოდ გამწესების საკითხი მეოთხედ, გაურკვეველი ვადით გადადო. ამჯერად კი ამის მიზეზი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი წევრის, შოთა გეწაძის სხდომაზე გამოუცხადებლობა გახდა. სწორედ შოთა გეწაძეა ამ საკითხის მომხსენებელი და სწორედ მან უნდა ისაუბროს სამართლებრივ არგუმენტებზე, თუ რატომ უნდა დაინიშნოს ლევან მურუსიძე უვადო მოსამართლედ.
მიზეზები საბჭოს წევრებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ განუმარტა.
​”დამიკავშირდა ბატონი შოთა და მითხრა, რომ დღეს აქვს გასაუბრება. მოგეხსენებათ, მას აქვს განცხადება შეტანილი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე. დღეს მას აქვს გასაუბრება და აქედან გამომდინარე, ითხოვა, რომ ეს საკითხი გადადოს შემდეგი სხდომისთვის”, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები