მალაიზიაში საბაჟო სამსახურმა 2 მილიონი დოლარის ჭიანჭველაჭამიას ბაკანის ფრაგმენტები აღმოაჩინა

მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურის აეროპორტში საბაჟო სამსახურმა ბოლო კვირაში 700 კილოგრამი პანგოლინის, იგივე ჭიანჭველაჭამიას ბაკანის ფრაგმენტი აღმოაჩინა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ამოღებული კონტრაბანდული ბაკანის ფასი 2 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ის მალაიზიაში აფრიკის ქვეყნებიდან ჩაიტანეს.
პანგოლინის ბაკანის კონტრაბანდა მსოფლიოში ძალზე გავრცელებულია. ეს იმის გამო ხდება, რომ აზიის ბევრ ქვეყანაში ის ხალხურ მედიცინაში ფართოდ არის გავრცელებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები