„Viber-ით ნარკოტიკების ყიდვა-გაყიდვის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით, შესაბამისი სამსახურები ყურადღებით არიან“
გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ბოლო დღეებში, საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეებს Viber-ში ნარკოტიკების ყიდვის შეთავაზება მისდით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი გამოეხმაურა.
მისი თქმით, Viber-ით ნარკოტიკების ყიდვა-გაყიდვის პრობლემა დიდად აქტუალური არ არის, თუმცა შესაბამისი სამსახურები ამ მიმართულებითაც ყურადღებით არიან.
”Viber- ით ხდება თუ სხვა შესაძლებლობების მეშვეობით, მოგეხსენებათ, რომ განვითარებულ ქვეყნებში ამას ეძახიან ”დარქ ნეტს”, რომლის მეშვეობითაც ხდება იგივე ნარკოტიკების ყიდვა-გაყიდვა.
ეს პრობლემა საქართველოში დიდად აქტუალური არ არის, თუმცა ჩვენი შესაბამისი სამსახურები ამ მიმართულებითაც ყურადღებით არიან და ყველა ასეთ შემთხვევაზე, თუკი დაფიქსირდება, ჩვენ სათანადო მზადება და ცოდნა გვაქვს, რომ გამოვავლინოთ და აღვკვეთოთ”, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.