მულტიეთნიკურ სოფელ ზანავში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა
7 მაისს, ადიგენის მუნიციპალიტეტის მულტიეთნიკურ სოფელ ზანავის სპორტულ-კულტურულ ცენტრში, ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა.
როგორ „კვირას“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს, ბიბლიოთეკის გახსნა ამერიკის ელჩის მეუღლის, ფრანჩესკა კელისა და იაპონიის ელჩის მეუღლის, ჰარეუ კაიტანის, ასევე „მსოფლიო ქალთა ასოციაციის“ მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. დღის გმირი კი მინდია შანაიძე იყო. სწორედ მან მოახერხა მეგობრების დახმარებით ცენტრის აშენება.