იური ლუჟკოვი – საქართველოში ტურისტული მიზნით ვიმყოფები

რუსეთის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც ლუჟკოვმა “საზოგადოებრივ მაუწყებელს” განუცხადა, იგი საქართველოში ტურისტული მიზნით იმყოფება.
მისივე თქმით, ის თბილისში სომხეთიდან მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად 4 დღის წინ ჩამოვიდა.
მოსკოვის ყოფილმა მერმა უკვე მოინახულა ვარძია, უფლისციხე და გორში სტალინის სახლ-მუზეუმი. ლუჟკოვი და მისი თანმხლები პირები სოფელ ქანდაში არამეულ ენაზე წირვასაც დაესწრნენ. სწორედ აღნიშნულის ამსახველმა ფოტოებმა გამოიწვია საზოგადოების უკმაყოფილება. ლუჟკოვის ქედაში სტუმრობას კი მოგვიანებით მეუფე სერაფიმე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეკლესიის კარი ყველასთვის ღიაა და ეკლესიის შიგნით პოლიტიკაზე საუბრის უფლებას არავის მისცემს.
იური ლუჟკოვი 2006 და 2009 წელს არის ოკუპირებულ სოხუმში ნამყოფი და მას დარღვეული აქვს ”ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები